
შოვში, დღეს ჩამოწოლილ მეწყერს, ამ დროის მონაცემებით, საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია.
თავდაპირველად, მთის წვერიდან მიწის ჩამოშლა დაიწყო, ჩამოშლილი მასა კი მდინარეს შეუერთდა. მეწყერის შედეგად მდინარეში ჩატანილი მასის გამო კალაპოტიდან წყალი გადმოვიდა და ხიდები წაიღო. მეწყერის შედეგად წამოსულმა მასამ წააქცია ხეები, დააზიანა "სანსეტ შოვის" მიმდებარედ ინფრასტრუქტურა და ჩახერგა გზები. მეწყერის შედეგად წაღებულია სასტუმროში მყოფი დამსვენებლების მანქანებიც.
მეწყერმა 15-მდე ადამიანი წაიღო. საბედნიეროდ, მალევე გახდა ცნობილი, რომ ისინი კონტაქტზე იყვნენ და ყველა გადარჩა.
მეწყერში მოყოლილი ადამიანები ჰყვებიან, რომ სასწაულებრივად გადარჩნენ.
ამასთან, გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ ამოიყვანა მამაკაცმა ბავშვი მიწის მასიდან.
სტიქიის ზონაში ამ ეტაპზე დაშავებულები არ არიან, სამაშველო ვერტმფრენი კი უკვე სტიქიის ზონაშია.
0
0