16/07/2022
16:05
სამართალი
სოსო გოგაშვილის მეუღლის თქმით, მათთან სახლში რამდენიმე თვის წინ მეუფე იაკობი მივიდა და გააფრთხილა ისინი, რომ მათი ლიკვიდაცია იგეგმებოდა.
„4-5 თვის წინ ეპისკოპოსი მეუფე იაკობი და მაშინ ჩემს მეუღლეს ეუბნებოდა, შენზე და შენს ოჯახზე იგეგმება ლიკვიდაციაო. ეს მოდის ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ივანიშვილისგანო. ეს სამი გვარი დაასახელა. ახლა ვრწმუნდები, რომ ნამდვილად ის ვერ მოხერხდა, რომ ჩავეცხრილეთ, მაგრამ რაც წუხელ მოხდა ის იყო ჩემთვის ლიკვიდაცია“, - განაცხადა გოგაშვილის მეუღლემ.
გარდა ამისა, მისი თქმით, მან საკუთარი თვალით დაინახა, როგორ ჩაუდეს გოგაშვილს იარაღი.
„ღამის 2 საათზე მესმის როგორი ხმა, საშინელი ხმა, ჩემი 10 წლის ბავშვმა მკითხა, „ტერორისტები მოვიდნენ, დედაო?“ ბიბლიაზე დავიფიცებ, პატრიარქთანაც მივალ, ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი, გამოხსნეს კარადა და კალაშნიკოვი დადეს“, - განაცხადა გოგაშვილის მეუღლემ.
ცნობისთვის, გვიან ღამით სოსო გოგაშვილი დააკავეს.
0
0