19/12/2024
20:13
სამართალი
რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს დაკავებული ორი პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000-2000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო.
პროკურორმა 3000-ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა ბრალდებულებმა მოსამართლეს განუცხადეს, რომ მათ ფინანსური პრობლემები აქვთ და თუ შესაძლებელი იქნებოდა „შეღავათი გაეწიათ“.
მოსამართლე ლევან გელოვანმა ბრალდებულების თხოვნა გაითვალისწინა და 2000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.
როგორც ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, ის არ არის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და არავის დავალებით არ მოქმედებდა: „არავინ არ დამავალა, ძალიან დავლიე და... არავის არ ვემუქრები. ჯვარი მწერია, ვინ უნდა მოვკლა, ვისი მოკლის თავი მაქვს“.
ინფორმაციისთვის, რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს, სამართალდამცავებმა ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მეტროს ინციდენტზე კი გამოძიება ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის, მუხლით დაიწყო.
სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი პირები ჯერ მეტროში დაუპირისპირდნენ მგზავრებს და შემდეგ რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით წავიდნენ, რა დროსაც კიდევ რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.
0
0
„ტიკ ტოკმა“ აშშ-ში მუშაობა შეწყვიტა
19/01/2025