
რეჟისორი რობერტ სტურუა, რუსთაველის თეატრში შოთა რუსთაველის პოემის მიხედვით "ვეფხისტყაოსანს" დგამს.
ამის შესახებ რეჟისორმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, გადაცემაში "ნოესთან" განაცხადა.
"დაახლოებით 6 თვეა ვდგამ ამ სპექტაკლს. ეს პიესა არ არის. ეს არის უდიდესი პოემა. ის პოეზია, რომელიც ამ კაცს [რუსთაველი] აქვს ამ შესანიშნავ რომანში, დღევანდელლი პოზიციით ის თანამედროვეა. ისეთი რაღაცებია მასში, რომ დღესაც მაღელვებს. რადან გრამატიკა ოდნავ შეცვლილია, ბევრს უჭირს მისი [პოემის] გაგება და შესაბამისად, სჭირდება სიტყვების განმარტება. ჩვენ არაფერს ვამატებთ. 6 თვეა ვმუშაობ, მაგრამ ჯერ გაკეთებული მაქვს სცენა, სადაც "ნახეს უცხო მოყმე ვინმე".. ესაა დაახლოებით 30 გვერდი და ამას ვაკეთებ 6 თვეა. ერთმა ჩემმა მეგობარმა ნახა... მეშინია, რომ ამის შემდეგ ჩამქოლავენ... მაგრამ რაც არ უნდა გამოვიდეს, ქართველები გაგიჟდებიან." - განაცხადა რობერტ სტურუამ გადაცემაში "ნოესთან".
0
0