
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ის მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება.
„მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით. მადლობელი უნდა იყოთ“, - განუცხადა ტრამპმა ზელენსკის ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე.
„თქვენ ან დადებთ გარიგებას, ან ჩვენ გავდივართ. ჩვენ ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას. ნუ გვეტყვით, რას ვიგრძნობთ, რადგან თქვენ არ ხართ იმ მდგომარეობაში, რომ ეს გვიკარნახოთ. თქვენ ახლა არ ხართ კარგ მდგომარეობაში“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
***
ზელენსკიმ იკამათა ტრამპთან და ვენსთან.
ტრამპის ადმინისტრაცია: “თქვენ არ გყავთ ხალხი, უკრაინაში კაცები არ არიან”.
ზელენსკი: “ჩამოდი და თავად ნახე”
ტრამპი ზელენსკის: “თქვენ თამაშობთ მესამე მსოფლიო ომთან. თქვენ არ გაქვთ ჯოკრები ახლა”.
ტრამპი: შეგიძლიათ სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოთ, ან ჩვენ გავდივართ ამ თემიდან.
ზელენსკი : თქვენ არ შეგიძლიათ გვითხრათ, მინდა თუ არა ცეცხლის შეწყვეტა.
ტრამპი: ჩვენ მოგეცით 350 მილიარდი დოლარი. ახლა რთულ სიტუაციაში ხართ და ვერ იტყვით, რომ ომის გაჩერება არ გინდათ!
0
0