
კანცლერი ფრიდრიხ მერცი მომავალ ორშაბათს სირიის ლიდერ ალ-შარაას, სავარაუდოდ რეფორმირებულ ყოფილ ჯიჰადისტს შეხვდება. მაგრამ თუ დიალოგი მასთანაც კი შესაძლებელია, ვისთან საუბარი დაუშვებელია?, - წერს გერმანული მედიასაშუალება Nius-ი.
"აჰმედ ალ-შარაას ტერორისტული წარსული კარგად არის დოკუმენტირებული. აბუ მოჰამედ ალ-ჯოლანის სამხედრო ფსევდონიმით, ის 2003 წელს შეუერთდა ალ-ქაიდას ერაყში აშშ-ის ჯარების წინააღმდეგ საბრძოლველად. "ისლამური სახელმწიფოს" (ISIS) ლიდერმა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადიმ, ალ-ჯოლანი 2011 წელს სირიაში გაგზავნა, რათა სამოქალაქო ომისგან განადგურებულ ქვეყანაში "ისლამური სახელმწიფოს" განშტოება - "ნუსრას ფრონტი" დაეარსებინა. შეერთებულმა შტატებმა ახალი ჯგუფი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და ალ-ჯოლანისთვის 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა", - აღნიშნულია სტატიაში.
0
0