
“ვანო მერაბიშვილის მიერ დაორგანიზებულ რა აქციაზე უნდა მივიღო მონაწილეობა? მერაბიშვილმა მოკრიბოს საკუთარი ბარგი და დაეტიოს სახლში”, - ამის შესახებ პარტია „ლელოს" პოლიტსაბჭოს წევრმა, თბილისის საკრებულოს „ლელოს" ფრაქციის ხელმძღვანელმა საბა ბუაძემ 20 თებერვალს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი არის „ტრაგიკომიკური, გზააბნეული, რევანშისთვის განწყობილი პოლიტიკური კარიკატურა".
“ვანო მერაბიშვილის მიერ დაორგანიზებულ რა აქციაზე უნდა მივიღო მონაწილეობა? - მერაბიშვილმა მოიკრიბოს საკუთარი ბარგი და დაეტიოს სახლში. მე მის ადგილს ქართულ პოლიტიკაში ვერ ვხედავ. ის არის ტრაგიკომიკური, გზააბნეული, რევანშისთვის განწყობილი პოლიტიკური კარიკატურა.
ვანო მერაბიშვილი, სადაც უნდა იქ შეიკრიბოს და რაც უნდა ის გააკეთოს. ის არის კარიკატურული პერსონაჟი, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში არანაირი მომავალი არ გააჩნია“,- განაცხადა ბუაძემ.
მისი შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ საგანგაშო პროცესი მიმდინარეობს.
მისი თქმით, პარტია საკუთარი მხარდამჭერების 1%-ის მობილიზებასაც ვერ ახერხებს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ საგანგაშო პროცესი მიმდინარეობს, იმიტომ რომ ვანო მერაბიშვილზე მიწევს საუბარი. ამით „ქართულ ოცნებას“ ვერ მოვუგებთ. ჩვენ გვჭირდება ახლი ტიპის პოლიტიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება შინაარსზე.
ხომ ხედავთ საზოგადოებაში საპროტესტო განწყობა როგორია? ეს დაკავშირებულია ოპოზიციის შეცდომებთან. სამწუხაროდ, პოლიტიკური დღის წესრიგიდან დაკარგულია რეალური საკითხები, ამიტომაც საზოგადოება თავს გაუცხოებულად გრძნობს. სააკაშვილის საკითხი რაოდენ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს, ნამდვილად მნიშვნელოვანია და არ უნდა იყოს ასეთ მდგომარეობაში, არ აწუხებს მოსახლობის 100%-ს. ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პარტიის მხარდამჭერების 1%-ის მობილიზებასაც ვერ ახერხებენ და მე რატომ უნდა მოვიკლა თავი ამ საკითხზე 24 საათი ლაპარაკით?! ჩემ ამომრჩეველს აწუხებს სხვა რაღაც“, - განაცხადა ბუაძემ.
0
0