
“ვანო მერაბიშვილს საქართველოში საჯარო პოლიტიკა არ აინტერესებს, ეს უამრავჯერ უთქვამს. ის, რომ ის ოპოზიციურად განწყობილი იქნება და ეცდება, რომ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მის პოლიტიკურ კუბოზე კენჭი იქნება, დიდი ქვა იქნება თუ ლოდი იქნება, რომ დადოს”, - ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
“მე ამაში ეჭვი არ მეპარება. ვისაც რუსეთი და ამ ქვეყნის 1921 წელში დაბრუნება არ უნდა, ყველა ადამიანთან უნდა ვითანამშრომლოთ და ვესაუბროთ. და ვლაპარაკობთ იმ ადამიანებზე, ვინც თავის დროზე რეფორმებთან იყვნენ დაკავშირებული. შემდეგ კი არჩევნები წააგეს და წავიდნენ, ამ ხალხმა არჩევნების გზით ხელისუფლება გადააბარა. შეიძლება, რომ 11 წლის თავზეც კიდევ პროპაგანდამ ეს სახელები და გვარები თავს მოგვახვიოს?” - აცხადებს ხაბეიშვილი.
0
0
37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
09/04/2026