08/11/2023
22:51
მსოფლიო
8 ნოემბერს მექსიკის კონგრესში "უცხოპლანეტელების მუმიების" საქმის მეორე განხილვა გაიმართა. განხილვაზე იმსჯელეს, მუმიების ავთენტურობის შესახებ და მათმა გამოკვლევამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ცოდნა მოგვცეს არამიწიერი ცივილიზაციების შესახებ.
პირველი სესია მექსიკის კონგრესში 13 სექტემბერს გაიმართა, როდესაც ჟურნალისტმა და უცხოპლანეტელების ენთუზიასტმა მკვლევარმა ხაიმე მაუსანმა პარლამენტარებს ორი მუმია წარუდგინა, რომელზეც ის ამტკიცებდა, რომ უცხოპლანეტელები იყვნენ. მაუსანის მტკიცებით, ამოუცნობი სხეულები პერუში, ნასკას უდაბნოს სიახლოვეს იპოვეს.
მეორე მოსმენაზე მაუსანი ამტკიცებდა, რომ სექტემბერში წარმოდგენილი მუმიები ავთენტური იყო. მისი თქმით, შესაძლოა მეცნიერებმა ვერ დაამტკიცონ, რომ სხეულები უცხოპლანეტელებს ეკუთვნით, თუმცა სერიოზული მტკიცებულებებია, რომ ორგანიზმები არამიწიერი წარმოშობისაა.
0
0