02/11/2023
16:25
მსოფლიო
სამხრეთ მექსიკიდან შეერთებულ შტატებში ფეხით მიმავალ ათასობით მიგრანტთა [7,000-მდე ადამიანი] ჯგუფი სტაბილურად იზრდება. მათი უმრავლესობა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდანაა.
"ორგანიზებული დანაშაული უკვე იპყრობს მექსიკის ჩიაპასის შტატს, ძალადობა ყველგანაა. ასეთი ქმედებებით ჩვენ ვცდილობთ გადავარჩინოთ ადამიანთა სიცოცხლე", - განაცხადა მიგრანტების ჯგუფის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია People without Borders-ის ხელმძღვანელმა ირინეო მუხიკამ.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რეგიონის ლიდერებს 3 ნოემბერს შეხვდება და განიხილავს გზებს, თუ როგორ უნდა შეიზღუდოს შეერთებულ შტატებში მიგრანტთა ნაკადის შესვლა.
რესპუბლიკელებმა პრეზიდენტი ბაიდენი მიგრაციის საკითხებში, განსაკუთრებით აშშ-მექსიკის საზღვართან დაკავშირებით, გააკრიტიკეს.
რესპუბლიკელების განცხადებით, ბაიდენი საკმარის ზომებს არ იღებს მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად. კრიტიკას შეუერთდნენ დემოკრატი მერებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი ვერ შეძლებენ ქალაქებში მიგრანტების საცხოვრებლითა და საკვებით უზრუნველყოფას.
2022-2023 ფისკალურ წლებში, აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე დაკავებულთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მონაცემების მიხედვით, 2023 წლის სექტემბერში, აშშ-ის სასაზღვრო პოლიციამ 200 000-ზე მეტი მიგრანტი დააკავა, რომლებიც აშშ-მექსიკის საზღვარს უკანონოდ კვეთდნენ.
0
0