
მექსიკის დედაქალაქში მოსახლეობამ მასობრივი აქცია გამართა. მომიტინგეები, ივნისის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, საარჩევნო ორგანოში ინიცირებულ ცვლილებებს აპროტესტებენ.
მეხიკოს მთავრობის განცხადებით, ქალაქის ზოკალოს მოედანზე 90,000-მდე ადამიანი გამოვიდა. აქციის ორგანიზატორების თქმით, შეკრებილთა რაოდენობა გაცილებით მაღალია.
ოპოზიცია პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორს ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტის [ავტონომიური, არაპარტიული ორგანოს] დასუსტების მცდელობაში ადანაშაულებს. მათი მტკიცებით, ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტი მიკერძოებული და კორუმპირებულია.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ლოპეს ობრადორი ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტის რეფორმირებას ცდილობს. მისი თქმით, აღნიშნული უწყების პერსონალის მკვეთრი შემცირებით, გადასახადის გადამხდელებისთვის წელიწადში 150 მილიონი დოლარი დაიზოგება.
როგორც ცნობილია, ლოპეს ობრადორს ხელახლა კენჭისყრის უფლება არ აქვს, რადგან მექსიკის პრეზიდენტებს მხოლოდ 6 წლის ვადით ირჩევენ. ის მხარს უჭერს მეხიკოს ყოფილ მერს, თავისი მმართველი პარტიის Morena-ს წევრს, კლაუდია შეინბაუმს, რომელიც ამჟამად სოციალური კვლევების შედეგებში ლიდერობს.
0
0