
მექსიკის გერეროს შტატში, მერობის კანდიდატი ალფრედო კაბრერა მოკლეს. ალფრედო კაბრერა, რომელიც ოპოზიციური კოალიციის კანდიდატი იყო, მექსიკის სამხრეთით მდებარე გუერპის შტატის ქალაქ კოუკა დე ბენიტეზის მერობისთვის იბრძოდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრისას შეიარაღებულმა პირმა მოკლა.
გერეროს შტატის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მექსიკის ეროვნული გვარდიის წევრებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. კაბრერა პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც 2023 წელს, თავდასხმის სამიზნე გახდა. თავდასხმის შესაძლო მოტივის დასადგენად გამოძიება დაწყებულია.
მექსიკის მთავრობის ცნობით, 2023 წლის სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე არჩევნებში მონაწილე 22 კანდიდატია მოკლული, არასამათავრობო ორგანიზაციების ცნობით კი, ეს რიცხვი 30-ს შეადგენს. მექსიკაში საყოველთაო არჩევნები 2 ივნისსაა დაგეგმილი.
0
0