
მემარცხენე პარტიისა და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრები კანცლერ ფრიდრიხ მერცს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრისკენ მოუწოდებენ.
მემარცხენე პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი სერენ პელმანი აცხადებს, რომ მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში მცირე დიპლომატიურ ნაბიჯებს დგამდა.
„თუ არსებობს ადამიანური ტანჯვის დასრულების ოდნავი შანსიც კი, მაშინ ჩვენ მოვალეობად მივიჩნევთ, რომ ვცადოთ ეს“, – განაცხადა მან.
„გერმანიის ალტერნატივის“ საგარეო პოლიტიკის საკითხების სპიკერი მარკუს ფრონმაიერი კი მოითხოვს, რომ კანცლერმა ობიექტურად და პასუხისმგებლობით განიხილოს შეთავაზება.
„პრეზიდენტი პუტინი თუ საჯაროდ გასცემს სიგნალს მოლაპარაკებებზე მზაობის შესახებ, ეს არ უნდა იყოს იგნორირებული, არამედ გამოყენებული როგორც დიპლომატიური დასაწყისის შესაძლებლობა“, – განაცხადა ფრონმაიერმა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერს თუ მასთან საუბარი სურს, ის ღიაა ამისთვის.
0
0