
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ ევროპას მოსკოვთან პირდაპირი კომუნიკაციის აღდგენა სჭირდება, რათა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში ძალა ჰქონდეს.
მელონი დაეთანხმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ ევროპამ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი უნდა განაახლოს.
„ამ საკითხში, ვფიქრობ, მაკრონი მართალია. ვფიქრობ, დროა, ევროპამ რუსეთს ესაუბროს (ომის დასრულებაზე), წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი გავლენა შეზღუდული იქნება. თუმცა, კითხვა ისმის, თუ ვინ უნდა გააკეთოს ეს. ჩვენ არ უნდა ვიმოქმედოთ ქაოსურად - წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინის ხელს შევუშლით“, - განაცხადა მელონიმ.
მან, ასევე, განაცხადა, რომ ნაადრევად მიიჩნევს რუსეთის G8-ში შესაძლო დაბრუნებაზე საუბარს, საიდანაც ის 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ გარიცხეს.
0
0