12/06/2023
11:51
პოლიტიკა
მე ვაკეთებ პრეზენტაციას და მელია რატომ უნდა იყოს მოწვეული, რა შუაშია? არასამთავრობოა, თუ დიპლომატი? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პრეზენტაციის „შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება“ დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, დღეს შეხვედრა აქვთ დიპლომატებთან და მოსაწვევი არ გაუგზავნიათ მათთვის, ვინც არ არის არასამთავრობო ორგანიზციის წევრი ან დიპლომატი.
„მელია მოწვეული რატომ უნდა იყოს? მე ვაკეთებ პრეზენტაციას და მელია რა შუაშია, ნუ გადამრევთ. პარტიის წევრები არიან დღეს აქ? მელია არასამთავრობოა, თუ დიპლომატი? პრეზენტაციას ვაკეთებთ მე და გენერალური მდივანი. მოწვევა რა შუაშია, რა მოგივიდათ. დიპლომატებს და არასამთავრობოებს ვხვდები და მელიას რატომ არ დაუძახეთო. 500 000 პარტიის წევრია და რატომ მათზე არ მეკითხებით? „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მოიწვია მელია, არასერიოზულია. დღეს შეხვედრა გვაქვს დიპლომატებთან და მოსაწვევი არავისთვის გაგვიგზავნია, ვინც არ არის არასამთავრობოს წევრი ან დიპლომატი. მოვიწვიეთ დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობოები და მათ უნდა იცოდნენ ყველაზე ძლიერ პარტიაში როგორი დემოკრატიული პროცესებია“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
ამასთან, ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე აღნიშნა, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ გაერთიანებაზე არავინ დაუპატიჟებია“.
„მე როდესაც ვთქვი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ძალაა, დიახ, ეს ასეა. „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებულის ფორმულაა. მე სხვა პარტიებს ვუთხარი, რომ თავად გაერთიანდნენ, ჩვენთან გაერთიანებაზე არავინ დაგვიპატიჟებია. ჩვენ ვთქვით, რომ გვქონდეს საერთო სტრატეგია და გავერთიანდეთ საერთო მიზნის გარშემო, რაც გულისხმობს ბიძინა ივანიშვილის წინაამღდეგ ბრძოლას და არა ისე, თითქოს კოალიცა შევთავაზეთ ან მსგავსი. იმ ინტერვიუში ხაზგასმით ვთქვი, რომ მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გაძლიერდნენ პროდასავლური პარტიები, რომ მომავალში შევქმნათ კოალიცია. ჩვენ იგივე პოზიცია გვაქვს. რუსული რეჟიმია დასამარცხებელი“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
0
0