30/04/2025
09:54

მეხანძრე-მაშველებმა ახლოს მდებარე ტერიტორიებზე არსებული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია მოახდინეს, - განუცხადა თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა ჟურნალისტებს.
„112“-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო „ბორჯომის ვაგზლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. მეხანძრე-მაშველების ჯგუფების მიერ დროულად მოხდა რეაგირება. ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხდა. ხანძრის ქრობაში 30 სამაშველო მანქანაა ჩართული. ასევე პირადი შემადგენლობა. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.
მეხანძრე-მაშველებმა ახლოს მდებარე ტერიტორიებზე არსებული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია მოახდინეს.
ხანძარი გავრცელებული იყო დაახლოებით 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს. ხანძრის გამომწვევ მიზეზს რაც შეეხება, ამას სჭირდება შესაბამისი მოკვლევა“, - აღნიშნა ლევან მუსელიანმა.
0
0