-share.jpg)
აშშ-ში, მეინის შტატში შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი, რომელმაც 18 ადამიანი მოკლა, მკვდარი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საზოგადოებრივი უსაფრთხოების შტატის კომისარმა მაიკლ საუშუკმა ისაუბრა.
არსებული ინფორმაციით, ქარდი ცეცხლსასროლი იარაღით თვითმიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა მისი ცხედარი გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაახლოებით 19:45 საათზე იპოვეს.
25 ოქტომბერს მეინის შტატში, ქალაქ ლევისტონში 40 წლის მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა რესტორანში და ბოულინგის დარბაზში მყოფ ადამიანებს, რის შედეგადაც დაიღუპა 18 ადამიანი, ათობით ადამიანი კი დაშავდა. მეინის შემთხვევა აშშ-ში ბოლო ოთხ წელში მომხდარი ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა.
როგორც ცნობილია, რობერტ ქარდი ცეცხლსასროლი იარაღის გაწვრთნილი ინსტრუქტორი იყო და აშშ-ს არმიის რეზერვში მუშაობდა. შემთხვევამდე ორი კვირით ადრე რობერტ ქარდი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო კლინიკაში იმყოფებოდა.
პოლიციის ცნობით, რობერტ ქარდს ბოლო პერიოდში ხმები ესმოდა და საწვრთნელ ბაზებზე ცეცხლის გახსნითაც იმუქრებოდა.
გაქცევის შემდეგ თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა მეინის შტატში სხვა ლოკაციებზეც, მათ შორის ერთ-ერთ ბარში და Walmart-ის მაღაზიაში. პოლიცია ხალხს მოუწოდებს, თავდამსხმელის დაკავებამდე სახლში დარჩნენ და ფრთხილად იყვნენ.
0
0