
როგორც AP NEWS-ი წერს, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთში ვიზიტი დაასრულა და დღეს მოსკოვი დატოვა, თუმცა მისმა ვიზიტმა, როგორც ჩანს, რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის დასრულებაში წვილილი ვერ შეიტანა. სამხედრო დანაშაულთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ წაყენებული ბოლოდროინდელი ბრალდებების მიუხედავად, სავარაუდოდ, აღნიშნული ვიზიტი მიზნად ისახავდა მისი [პუტინის] პოზიციის გაძლიერებას.
„პრეზიდენტ სი ძინპინის ვიზიტი რუსეთში ნიშნავს მეგობრობის, თანამშრომლობისა და მშვიდობის სიმბოლურ მოგზაურობას, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებაში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ჩინეთი განაგრძობს კონსტრუქციული როლის შესრულებას უკრაინის კრიზისის საკითხის პოლიტიკური გზით მოგვარების ხელშეწყობაში; ჩინეთი კვლავ ნეიტრალურია კონფლიქტში.
ჩინეთისთვის ამ ვიზიტის მთავარი მიზანი სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობაა“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა ვანგ ვენბინმა.
როგორც ცნობილია, ჩინეთმა რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარების შესახებ 12-პუნქტიანი გეეგმა წარმოადგინა, თუმცა მან მხოლოდ ნელთბილი პასუხი მიიღო ორივე მხარისგან. ამის ნაცვლად, ვანგ ვენბინმა აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის გამო "კონფლიქტის გაღვივებაში" დაადანაშაულა.
0
0