-share.jpg)
რუსთავში დაკარგული 13 წლის ბიჭი იპოვეს. ბავშვი თავს კარგად გრძნობს.
სტეფანეს დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებისთვის მადლობას უხდის.
როგორც ბავშვის დედა ამბობს, სტეფანე, წვიმის გამო მეგობართან დარჩა, შემდეგ კი ჩაეძინა.
,,ბოდიშს გიხდით, რომ ყველას სათითაოდ ვერ გპასუხობთ. სტეფანე კარგად არის, ღვთის წყალობით, ჯანმრთელად არის. იყო თავის მეგობართან, წვიმის გამო გაჩერდა, ჩასძინებია და უფროსმაც ვერ მოიფიქრა ჩემი გაფრთხილება. მადლობა ყველას, ყურადღებისთვის. სკოლიდან დარეკეს, დახმარება თუ გვჭირდებოდა. პოლიცია, მოხალისეები, მთელი ღამე ეძებდნენ სტეფანეს. კარგად არის და დიდი მადლობა ყველას, მოკითხვისთვის", - ამბობს ბავშვის დედა მიმართვაში.
ცნობისთვის, 13 წლის სტეფანეს გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელში გავრცელდა.
0
0