
„მეგობარი აქტის“ მიხედვით, სავარაუდო სანქცირებულთა სიაშია ცესკო-ს თავმჯდომარე, რანაირად წარმოგიდგენიათ ამ პირობებში არჩევნებში მონაწილეობა? ეს ხალხი თუ რჩება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ვინმე ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი აქვს?, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, წინააღმდეგობის ხაზს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
„ძალიან ცალსახაა, მითუმეტეს „მეგობარი აქტის“ მიღების შემდეგ, რომ ჩვენს წინააღმდეგობის ხაზს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად, გვაქვს წინააღმდეგობის პლატფორმა, სადაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ ერთობლივად. კონკრეტულ კითხვას გისვამთ. „მეგობარი აქტის“ მიხედვით სავარაუდო სანქცირებულთა სიაში მყოფია ცესკო-ს თავმჯდომარე და მეორე გაუგებარი ადამიანი რომ არის, ყველაფრის გამყალბებელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მათ პირობებში როგორ შეიძლება, არჩევნები ჩატარდეს და ვინმემ მიიღოს მონაწილეობა. კითხვას ვუსვამ ნებისმიერს, ვინც ფიქრობს ამ არჩევნებში მონაწილეობაზე. „მეგობარ აქტში“, სიაში პირდაპირ წერია, რომ კალანდარიშვილი და ჯავახიშვილი უნდა დასანქცირდნენ. ეს ხალხი მართავს საარჩევნო ადმინისტრაციას, რანაირად წარმოგიდგენიათ ამ პირობებში არჩევნებში მონაწილეობა? ეს ხალხი თუ რჩება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ვინმე ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი აქვს?“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
0
0
„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დასრულდა
08/05/2025