26/04/2023
11:14
მსოფლიო
მეფე ჩარლზის ისტორიულ კორონაციამდე, რომელიც ვესტმინსტერის სააბატოში მომდევნო კვირას გაიმართება, მისი ნატურალური ზომის შესაბამისი ბიუსტი Celebrations-ის 2875 (17 ლიტრზე მეტი) გამდნარი შოკოლადისგან დამზადდა. ბიუსტის შემქმნელი შოკოლადის მწარმოებელი ჯენიფერ ლინდსი-კლარკია.
შოკოლადის პორტრეტი 23 კგ-ზე მეტს იწონის და მის შექმნას ოთხი კვირა დასჭირდა. ის შოკოლადის მწარმოებლებისა და ექსპერტთა ჯგუფმა დაამზადა, რომლებმაც გულდასმით იმუშავეს, რათა ფიგურა მეფის პროფილის ზუსტი ასლი ამოსულიყო. ეპოლეტებიანი უნიფორმა, რომელიც Twix-ის, Milky Way-ის, Galaxy-ისა და Bounty Celebrations-ისგან დამზადებულ შოკოლადის ბიუსტზეა გამოყენებული, მეფე ჩარლზს, სავარაუდოდ, კორონაციაზე ეცმევა. ბიუსტის მკერდზე ჩამოკიდებული მედლები დამზადებულია Snickers-ის შოკოლადით.
„გუნდმა საათების განმავლობაში გადაღებული მეფის ფოტოები შეისწავლა, რათა ბიუსტი ზუსტად მისი ასლი გამოსულიყო. ეს მსგავსება უცნაურია“, - თქვა ემილი ოუენმა, Celebrations-ის ბრენდის უფროსმა მენეჯერმა.
ბიუსტი, Slough-ში, Mars Wrigley UK-ის სათაო ოფისში, განთავსდება.
0
0