
კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევას სწავლობს.
საქმე ეხება 5 ეკონომიკურ აგენტს.
მათ მიმართ მოკვლევა მედიკამენტების ფასების მკვეთრ ზრდასა და სავარაუდო იდენტურ ფასწარმოქმნასთან დაკავშირებითაა დაწყებული. კონკურენციის მიმართულებით შეთანხმებულ არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე სააგენტოში ჯერ მტკიცებით ფორმაში არ საუბრობენ.
ფარმაციის სექტორში მოკვლევისთვის კონკურენციის სააგენტოს ჯანდაცვის სამინისტრომ მიმართა.
ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კომპანიებში მონიტორინგის შედეგად რამდენიმე დარღვევა დაადგინა - დეფიციტის შექმნა, ფასების ხელოვნურად გაზრდა და იდენტური ფასწარმოქმნა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ყველა ეს შემთხვევა კრიტიკული საჭიროების მედიკამენტებს უკავშირდებოდა.
ფარმაცევტული კომპანიები მედიასთან განმარტებებს არ აკეთებენ.
ფარმაციისა და ბილეთების ონლაინ რეალიზაციის გარდა, კონკურენციის სააგენტო მოკვლევას ატარებს საწვავის, თამბაქოს, სწრაფი კვების და საზღვაო ტრანსპორტის სექტორებშიც.
0
0