
ევროკავშირი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიასთან დაკავშირებით, ანტირუსული სანქციების მორიგი პაკეტის განხილვას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა Politico-მ საკუთარი წყაროებიდან შეიტყო.
სამი ევროპელი დიპლომატის თქმით, ბრიუსელი ევროკომისიასა და ევროკავშირის ელჩებს შორის დისკუსიების ახალ რაუნდს გეგმავს 9 აპრილის შემდეგ.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, მანამდე განაცხადა, რომ შემდეგი პაკეტი ფოკუსირებული იქნება სანქციების გვერდის ავლით ბრძოლაზე და ამ მხრივ ხარვეზების აღმოფხვრაზე.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის მომზადების აუცილებლობის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფონ დერ ლაიენთან ტელეფონით ისაუბრა.
მედიის ცნობით, ევროკომისია ახალ სამართლებრივ დოკუმენტს ამზადებს, რომელიც ცნობილი რუსი ოლიგარქების ოჯახის წევრების მიმართ სანქციების დაწესების საშუალებას მისცემს. პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, რომლებიც სანქციების წინა პლანზე არიან, ასეთი სქემა თებერვალში წარმოადგინეს.
0
0