
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ორ-სამწლიანი ომისთვის მზადების ბრძანება გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა „ეკონომისტზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, უკრაინამ კრიტიკულ ეტაპს მიაღწია: მან შეინარჩუნა სუვერენიტეტი, მაგრამ მხოლოდ მდგრადობა გამარჯვებას არ ნიშნავს და ამასთანავე, სახელმწიფოს წინაშე დგას სახელმწიფო რესურსების ამოწურვის, ადამიანური პოტენციალისა და საზოგადოების გრძელვადიანი მდგრადობის საკითხები.
„სამთავრობო წყაროები იუწყებიან, რომ ზელენსკიმ ბრძანა, კიდევ ორი-სამწლიანი ომისთვის მზადება. არ არსებობს დამაჯერებელი მიზეზი, რის გამოც უკრაინას არ შეუძლია, ამდენ ხანს ბრძოლის გაგრძელება. ის გადარჩება, თუმცა ომისდროინდელი მილიტარიზმისა და კორუფციის მსხვერპლი იქნება. ზოგიერთი უკრაინელისთვის ეს საკმარისი არ არის“, – წერს გამოცემა.
0
0