
რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვის მიმართულებით მიმავალი ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა კიდევ ორი დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადა.
შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო მოსკოვში და მოსკოვის ოლქში. აფეთქებების შესახებ სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები იუწყებოდნენ. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინულ დრონებს იგერიებდა. დროებით დაკეტეს დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტები.
მანამდე რუსეთის დედაქალაქის მერმა საღამოს ჯერ ერთი დრონის ჩამოგდების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, შემდეგ კი სამი უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ.
რუსული მედია წერს, რომ თავდასხმის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები ამ დრომდე მუშაობენ.
რაც შეეხება მოსკოვის აეროპორტების ფუნქციონირებას, გავრცელებული ინფორმაციით, შეზღუდვები ჯერჯერობით დაწესებული არ არის.
0
0