26/07/2023
16:13
მსოფლიო
არსებობს სხვადასხვა ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ დატოვა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცინ განგმა თანამდებობა.
ჯერჯერობით, მთავარი ვერსია ის არის, რომ ის ქორწინების გარეშე ურთიერთობებში ამხილეს და, სავარაუდოდ, შვილიც კი ჰყავს.
მეორე ვერსია ის არის, რომ ქალბატონი, რომელთანაც ის ამხილეს, თითქოს, ბრიტანული დაზვერვის აგენტია ან რაღაცნაირად დაკავშირებულია მასთან. და მესამე ვერსია - თავს ცუდად გრძნობს. არცერთი ეს ვერსია არ დადასტურებულა, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დუმს.
ცნობისთვის, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს. 57 წლის ცინ განგის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი არ სახელდება, თუმცა უკვე ყოფილი მინისტრი საზოგადოების წინაშე, ბოლო ერთი თვეა, არ გამოჩენილა.
საჯაროდ ის 25 ივნისს შრი ლანკის, ვიეტნამისა და რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ნახეს.
თანამდებობიდან მის გადაყენებას პარლამენტმა კენჭი უყარა. საგარეო საქმეთა სამინისტროს კი კვლავ ყოფილი მინისტრი ვან ი გადაიბარებს, რომელიც უწყებას 2013-2022 წლებში ხელმძღვანელობდა.
0
0