
"აკრედიტაციის წესი არღვევს მედიის წარმომადგენლების და საზოგადოების უფლებას მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ", - ასე გამოეხმაურა მედიაომბუდსმენი რამდენიმე ჟურნალისტისთვის პარლამენტის მიერ აკრედიტაციის 1 თვით შეჩერებას.
"მედიაომბუდსმენი ტელეკომპანია პირველისა და მთავარი არხის გადამღები ჯგუფების უფლებებს იცავს.
საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის დარღვევაზე მითითებით, სოფო გოზალიშვილს პარლამენტის შენობაში მუშაობის უფლება 2023 წლის 06 მაისამდე შეუჩერდა
აკრედიტაციის წესი არღვევს მედიის წარმომადგენლების და საზოგადოების უფლებას მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. საქართველოს პარლამენტის მიერ აკრედიტაციის შეჩერების პრაქტიკა კი მედიაზე პოლიტიკური ანგარიშსწორების ბერკეტი ხდება", - წერს მედიაომბუდსმენი.
0
0