07/04/2023
00:32
პოლიტიკა
„მთავარი არხის“, „ფორმულას“ და ტვ „პირველის“ ჟურნალისტებს პარლამენტმა აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა.
ჟურნალისტების ცნობით, მათ აკრედიტაცია „ქართული ოცნების“ წევრის ელისო ბოლქვაძისთვის კითხვების დასმის შემდეგ შეუჩერეს.
ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების შეჩერების საკითხს ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძეც გამოეხმაურა.
„პარლამენტის წევრს გააჩნია ანგარიშვალდებულება უპასუხოს ჟურნალისტის კითხვას. დღეს 6 აპრილს ტვ პირველის საპარლამენტო კორესპონდენტის კითხვა არ მოეწონა ელისო ბოლქვაძეს, ამის გამო ჩვენს ჟურნალისტს რუსუდან დუმბაძეს, რომელიც მრავალი წელია, საპარლამენტო კორესპონდენტია და ოპერატორს ირაკლი მურმანიშვილს შეუჩერეს პარლამენტის აკრედიტაცია. მედიის მოვალეობაა დასვას კითხვები, დეპუტატის ვალდებულებაა უპასუხოს…. მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა მოხდეს დისკრიმინაციის და მედიის დევნის ამ ფაქტზე რეაგირება. ყველა მტკიცებულებას ჩვენ გადავუგზავნით იუნესკოს, რომლის მშვიდობის ელჩიც არის ელისო ბოლქვაძე. ვფიქრობთ რომ დეპუტატი, რომელიც ეწევა დამოუკიდებელი მედიის დევნას და დისკრიმინაციას არ იმსახურებს, იუნესკოს მშვიდობის ელჩს სტატუსს“, - აცხადებს მელაძე.
0
0