
რუსეთის უდიდესი ონლაინ-რიტეილერის, Wildberries-ის, ლოგისტიკური ცენტრები სანქტ-პეტერბურგში, ტვერსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში გვიან ღამით უკრაინული დრონების მასშტაბური შეტევის სამიზნე გახდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგში მდებარე Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებზე განხორციელებულმა დარტყმებმა ერთ-ერთ ობიექტზე ძლიერი ხანძარი გამოიწვია.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს ვიდეოები, რომლებზეც ქალაქის თავზე დაფიქსირებული შავი კვამლი ჩანს. დარტყმის შესახებ ასევე გავრცელდა ინფორმაცია ლოგისტიკურ პარკ „უტკინ ზავოდზე“, სადაც Wildberries-ის ობიექტი მდებარეობს. პარკი სანქტ-პეტერბურგის სამხრეთით, სოფელ ნოვოსარატოვკაშია განთავსებული.
კიდევ ერთი დარტყმა განხორციელდა Wildberries-ის სხვა ლოგისტიკურ ცენტრზე, რომელიც სანქტ-პეტერბურგის შუშარის რაიონში მდებარეობს. ობიექტზეც შავი კვამლის დიდი ღრუბლები დაფიქსირდა.
0
0