
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონი რუსეთისა და უკრაინის მხრიდან ომის დასრულების „ძალიან ძლიერ სურვილს“ ხედავს.
მისივე თქმით, ორივე ქვეყანა დაიღალა ბრძოლით და ამერიკული მხარე აქტიურად არის ჩართული გამოსავლის პოვნაში.
„აბუ დაბიში ამ საკითხზე ძალიან კონსტრუქციულ საუბარს ვაწარმოებთ“, – განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.
ამერიკის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებისთვის მნიშვნელოვან სურვილს ხედავს. მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის შეერთებულ შტატებზე დიდ გავლენას არ ახდენს, თუცა მისი პირადი სურვილია, კონფლიქტი დაასრულოს.
„მე შევძელი მათი ერთად დასმა. შეხვედრები კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ვცდილობთ, რომ საკითხი მოვაგვაროთ. გვინდა ვთქვათ, რომ ეს ჩვენზე, როგორც ქვეყანაზე, არ მოქმედებს, მაგრამ ის მე მეხება“, – განაცხადა ტრამპმა.
0
0