01/08/2026
12:52

დიდ ბრიტანეთში 1500-ზე მეტ ადამიანს ბრალი წაუყენეს ისრაელის მიერ ღაზაში პალესტინელების გენოციდის საწინააღმდეგო პლაკატების გამო. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
კამპანიის ჯგუფ „დაიცავით ჩვენი ნაფიც მსაჯულები“-ს ცნობით, ბრიტანეთის ხელისუფლებამ 30 ივლისს ვესტმინსტერის მაგისტრატთა სასამართლოში 1 579 ადამიანის საქმე შეიტანა, რომლებიც ღაზაში პალესტინელთა მიმართ ისრაელის გენოციდის საწინააღმდეგო მუყაოს აბრებს ატარებდნენ.
ტერორის შესახებ კანონმდებლობის თანახმად, 3500-ზე მეტი პირი დააკავეს მუყაოს აბრების დაჭერის გამო, წარწერით: „მე ვეწინააღმდეგები გენოციდს, მხარს ვუჭერ პალესტინის მოქმედებას“.
„დაიცავით ჩვენი ნაფიც მსაჯულები“-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ენდი ბერნემს ეს კრიზისი მემკვიდრეობით ერგო და დასძინა: „ნამდვილად სურს თუ არა მას, რომ მისი მმართველობა პენსიონერების, მღვდლების ციხეში ჩასმასთან ასოცირდებოდეს, მაშინ როცა ძალადობრივ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს ვადაზე ადრე ათავისუფლებენ?“.ა
0
0