07/03/2026
16:18

Euronews-ის ინფორმაციით, რომელიც სააგენტო Bloomberg-ის მიერ ერთწლიანი ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს ეყრდნობა, მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც ირანის უზენაესი ლიდერობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება, უძრავი ქონების რამდენიმე ობიექტს ფლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
გამოძიების მასალების მიხედვით, უძრავი ქონების არცერთი ობიექტი მოჯთაბას სახელზე არ არის რეგისტრირებული. ის ქონებას შუამავლების მეშვეობით მართავს.
როგორც ტელეკომპანია წერს, მოჯთაბა ფლობს უძრავ ქონებას ლონდონში, ვილას დუბაიში და ფეშენებელურ სასტუმროებს ფრანკფურტსა და მაიორკაში. დაფინანსება ნავთობის გაყიდვით მიღებული ფულით დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, ლიხტენშტაინისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების საშუალებით ხდება.
ასე, მაგალითად, Bloomberg-ის ჟურნალისტებმა ფრანკფურტში სასტუმრო Hilton Frankfurt Gravenbruch აღმოაჩინეს. დოკუმენტების თანახმად, 2011 წლიდან სასტუმროს ფლობენ ორგანიზაციები, რომლებიც ირანელ ბიზნესმენთან ალი ანსარისთა არიან დაკავშირებულნი, ხოლო 2024 წლიდან ის Hilton-ის საკუთრებაში გადავიდა.
მედიის ცნობით, ალი ანსარის ალი ხამენეის შვილთან აქვს დამყარებული კავშირები. თავად ბიზნესმენი მოჯთაბა ხამენეისთან ან ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან კავშირებს უარყოფს.
ცალკე ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა გამოცემა The Financial Times-მა, რომლის თანახმადაც მოჯთაბას ნდობით აღჭურვილ პირს, ანსარის ევროპაში 400 მილიონი ევროს ღირებულების უძრავი ქონება აქვს. მის აქტივებს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უძრავი ქონების ელიტური ობიექტები წარმოადგენს, მაიორკაში მდებარე გოლფ კლუბისა და ავსტრიაში განლაგებული სამთო-სათხილამურო სასტუმროს ჩათვლით.
0
0