მეცნიერებმა ჰიბრიდული საკვების ახალი სახეობა - „ხორციანი“ ბრინჯი მოამზადეს, რომელიც, მათი თქმით, ცილის ხელმისაწვდომი და ეკოლოგიურად სუფთა წყაროა.
ფოროვანი მარცვლები დაფარულია ძროხის ხორცით და ცხიმოვანი უჯრედებით, რომლებიც ლაბორატორიაში კულტივირდა. ძროხის უჯრედების შესანარჩუნებლად ბრინჯი თავდაპირველად თევზის ჟელატინით იყო დაფარული, ხოლო მარცვლები პეტრის ჯამში 11 დღის განმავლობაში ინახებოდა. მკვლევარების განცხადებით, „ხორციანი“ ბრინჯი შესაძლოა მომავალში „შიმშილის დროს სასურსათო ალტერნატივა, სამხედრო პირებისთვის კვების რაციონის ან თუნდაც კოსმოსური საკვების ნაწილი გახდეს“.
„ჰიბრიდული ბრინჯი უფრო მყიფეა, ვიდრე ჩვეულებრივი ბრინჯი, მაგრამ უფრო მეტ პროტეინს შეიცავს - 8%-ით მეტ ცილას და 7%-ით მეტ ცხიმს,“ - წერს Matter Journal-ი.
„ჩვენ, როგორც წესი, საჭირო პროტეინს ვიღებთ პირუტყვისგან, მაგრამ მეცხოველეობის წარმოებას უამრავი რესურსი და წყალი სჭირდება და ასევე გამოიყოფა დიდი რაოდენობით სათბურის გაზი. უჯრედული კულტივირებული ცილოვანი ბრინჯისგან ყველა იმ საკვებ ნივთიერებას ვიღებთ, რომელიც გვჭირდება,“ - განმარტა მკვლევარმა სოჰეონ პარკმა.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ, სინგაპურმა მსოფლიოში პირველი კულტივირებული ქათმის პროდუქტის გაყიდვა დაიწყო. იმავდროულად, იტალიამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც კრძალავს ლაბორატორიაში წარმოებული ხორცის გაყიდვა-მოხმარებას. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ლაბორატორიაში მოყვანილ ხორცში სინთეტიკური არაფერია - ის ბუნებრივი უჯრედების ზრდის შედეგად მზადდება.
"ინოვაციური ტექნოლოგიით ადამიანების ჯანმრთელობასა და პლანეტაზე ზრუნვის მიზნით კვების რაციონის შემუშავება მთავარი გამოწვევაა,“ - თქვა ბრიტანული კვების ფონდის წარმომადგენელმა ბრიჯიტ ბენელამ.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 5 მაისიდან
04/05/2026