მეცნიერებმა მიაკვლიეს, თუ როგორ გამოსცემს ოკეანის ზოგიერთი უდიდესი ვეშაპი რთულ მუსიკალურ ბგერებს. მათი თქმით, კუზიან ვეშაპს და სხვა სახეობებს "სპეციალური ხორხის" საშუალებით წყალქვეშ მღერა შეუძლია. აღმოჩენამ ასევე გამოავლინა, თუ როგორ მოქმედებს ადამაინების მიერ გამოწვეული ხმაური ოკეანის გიგანტებზე.
„ვეშაპების გადარჩენისთვის ბგერა გადამწყვეტია, რადგან ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც ისინი დასაწყვილებლად ოკეანეში ერთმანეთს პოულობენ. ისინი პლანეტის ყველაზე იდუმალი [რამდენიმე] ძუძუმწოვარა ცხოველთაგანია პლანეტაზე, გიგანტური ვეშაპი ასევე ჭკვიანი და ძალიან სოციალურია“, - განმარტა სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის პროფესორმა კოენ ელემანსმა.
უკბილო ვეშაპები 14 სახეობის ჯგუფს წარმოადგენენ. კბილების ნაცვლად, მათ საცრისებური რქოვანი ფირფიტები აქვთ, რომლითაც ისინი წყლიდან პირში მოხვედრილ საკვებს „ცხრილავენ“. ელემანსმა და მისმა კოლეგებმა სამი ვეშაპის ხორხზე ექსპერიმენტები ჩაატარეს. შემდეგ, ბგერის წარმოქმნის მიზნით, მათ გვამებში ჰაერი შეუშვეს. მკვლევარებმა ბგერების კომპიუტერული მოდელები შექმნეს და დაადგინეს, რომ უკბილო ვეშაპის მიერ გამოცემული ბგერების დიაპაზონი ნაწილობრივ ფარავს გემების მიერ წარმოქმნილ ხმაურს.
„ვეშაპებს უბრალოდ არ შეუძლიათ უფრო ხმამაღლა „იმღერონ ხმაურის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც ჩვენ ვქმნით ოკეანეში“, - თქვა ელემანსმა.
ელემანსის კვლევამ წარმოაჩინა, თუ როგორ შეიძლება ოკეანეში ადამიანების მიერ გამოწვეულმა ხმაურმა ხელი შეუშალოს ვეშაპებს შორ მანძილზე კომუნიკაციაში და როგორ შეიძლება ოკეანეს შეუნარჩუნდეს კუზიანი, ლურჯი ვეშაპები და გადაშენების პირას მყოფი ზღვის სხვა გიგანტები.
0
0