05/05/2025
22:04

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი, მარჩელ ჩოლაკუ თანამდებობიდან გადადგა, ხოლო მისი „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ სამთავრობო კოალიციას ტოვებს მას შემდეგ, რაც მემარჯვენე კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
ჩოლაკუ ახლა გადადგომის შესახებ განაცხადებას დროებით პრეზიდენტს, ილიე ბოლოიანს წარუდგენს, რომელიც შემდეგ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს დანიშნავს.
რუმინეთში გუშინ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით, არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატი, ჯორჯ სიმიონი ხმათა 40,96% ლიდერობს. მეორე ადგილზე ბუქარესტის მოქმედი მერი, ნიკუშორ დანი, ხმათა 20,99%-ით გავიდა. ხოლო მმართველი კოალიციის კანდიდატმა ხმათა 20,07% მიიღო და მესამე ადგილზე გავიდა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური რუმინეთში 18 მაისს ჩატარდება. ერთმანეთს სიმიონი და დანი დაუპირისპირდებიან.
0
0