
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიცია პროცესებს "ისე ნიღბავს", რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება და ამით ქართველი ხალხის დასჯა ტრაგედია იქნება, თუმცა, მისივე თქმით, იგივე ოპოზიცია, მდიდარ ენჯეოებთან ერთად, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს.
როგორც მაჭავარიანმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, ზეწოლა, რომელიც დასავლეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ხორციელება, ხელოვნურია და საზოგადოება ამას კარგად ხედავს.
"ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ოპოზიცია ისე ნიღბავს, რომ მათთვის ტრაგედია იქნება, თუ ქართველი ხალხი დაისჯება. კი ბატონო, ეს ნამდვილად ქართველი ხახლის დასჯაა, მაგრამ თვითონ რადიკალური ოპოზიცია, თავის მდიდარ ენჯეოებთან ერთად, ყველაფერს აკეთებს ვიზალიბერალიზაციის შესაჩერებლად. "მაკკეინის ისნსტიტუტმაც" აღიარა, რომ მდინარი ენჯეოები ითხოვენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას. რადიკალური ოპოზიცია გარე უფროსებს არწმუნებს, რომ ისინი ფაქტობრივად განულებულები არიან და რაღაც ტიპის ჟანგბადი სჭირდებათ. თუმცა, ჩვენი საზოგადოება კარგად ხვდება, რომ ეს ზეწოლა, რომელიც ხორციელდება, არის ხელოვნური", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
0
0