მეცნიერებმა ვარსკვლავების ირგვლივ ახლადწარმოქმნილი პლანეტები აღმოაჩინეს, რომლებსაც ტკბილეული Smarties-ს ტაბლეტის მსგავსი ფორმები აქვს. პრესტონში, ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტის (UCLan) მკვლევარებმა პლანეტების ფორმის მოდელირებისთვის კომპიუტერული სიმულაციები გამოიყენეს.
მეცნიერთა გუნდმა ასტროფიზიკაში დამკვიდრებული კონცეფცია (რომელიც ცნობილია როგორც "დისკის არასტაბილურობის თეორია") გამოიყენა, რომლის მიხედვითაც, პლანეტები მოკლე დროში ახალგაზრდა ვარსკვლავების გარშემო მოძრავი მკვრივი გაზისა და მტვრის დიდი მბრუნავი დისკების დაშლის შედეგად წარმოიქმნება.
,,ეს ახალგაზრდა პლანეტები დაშლილი სფეროიდებია. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვსწავლობდით პლანეტების ფორმირებას, მაგრამ აქამდე არასდროს გვიფიქრია, რომ პლანეტების ფორმა გადაგვემოწმებინა. ისინი სფერული გვეგონა და ძალიან გაგვიკვირდა, რომ პლანეტები სფეროიდებია, რომელთა ფორმაც ძალიან ჰგავს ტკბილეული Smarties-ის ტაბლეტს. ტექნიკურად კი, არცერთი პლანეტა არ არის მთლიანად სფერული. მაგალითად, იუპიტერის სიბრტყე დაახლოებით 6%-ია, სატურნი 10%, ხოლო დედამიწის მხოლოდ 0,3%-ია სფერული.
მეორეს მხრივ, ახალგაზრდა პლანეტები ბევრად უფრო ბრტყელია, დაახლოებით 90%-ით,“ - თქვა ასტროფიზიკოსმა დიმიტრის სტამატელოსმა.
მეცნიერთა გუნდი სწავლობს, თუ როგორ ყალიბდება ახალგაზრდა პლანეტები იუპიტერის მსგავსი გაზის გიგანტებად.
0
0