27/02/2024
11:52
მსოფლიო
![main-img]( /storage/files/429313032_780709003389629_8064254262205197810_n.png )
მეცნიერების განცხადებით, მათ შესაძლოა დაადგინონ, თუ სად და როდის დაიწყო ანტარქტიკის ყინულის დნობა. ისინი ყინულის ზედაპირის ცვალებად ფორმებს დააკვირდნენ. მეცნიერების განმარტებით, 2000 წლიდან ყინულის მესამედზე მეტი შემცირდა ზომაში, რაც დნობის აჩქარებაზე მიუთითებს.
ახალი კვლევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ მზარდ გავლენას, რომელსაც კონტინენტზე ყინულის დნობა გამოიწვევს მთელს მსოფლიოში [იგულისხმება ზღვის დონის შემდგომი აწევა].
კვლევა ფოკუსირებული იყო შელფურ მყინვარებზე, რომლებიც ანტარქტიკის სანაპირო ზოლის 75%-ს მოიცავს. ბევრი მათგანი, განსაკუთრებით კონტინენტის დასავლეთში, თბილი წყლის დინების შედეგად თხელდება. მეცნიერების განმარტებით, შელფური მყინვარები განიხილება, როგორც ყინულის შეკავების ძირითადი მექანიზმი, რომელიც კონტინენტზე მის მოძრაობას ანელებს.
„ყინულის შვერილები უფრო პატარავდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შელფური მყინვარები თხელდება,“ - თქვა ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარმა ბერტი მაილსმა.
ბერტი მაილსმა გამოიკვლია, თუ როგორც იცვლებოდა ყინულის ზედაპირი 1973-1989, 1990-2000 და 2000-2022 წლებში.
„ათწლეულების მანძილზე ყინულის შვერილები, ზოგადად, უფრო პატარავდება და ზოგჯერ მთლიანად ქრება. როგორც კი შელფური მყინვარი ყინულის შემაკავებელ წერტილთან კონტაქტს კარგავს, ძალიან რთულია აღდგენა, რადგან ამ პროცესს ყინულისგან დინამიური რეაქცია მოყვება: მისი მოძრაობა ჩქარდება და მეჩეჩის ხაზი, ე.ი., სადაც მყინვარი ჯერ კიდევ ეხება ზღვის ფსკერს, უკან დაწევას იწყებს. შემაკავებელ წერტილებზე ფოკუსირებით, ამ კვლევამ განსაზღვრა ანტარქტიდის სიმტკიცის სტაბილურობის ხარისხი და როგორ და რა ზონაში სუსტდება ის. ბევრ სხვა ადგილას და ამუნდსენის ზღვის ირგვლივ, სადაც ყინულის გათხელება ახლა უკვე სრულიად გავრცელებულია, 1990-იან წლებამდე არ დაფიქსირებულა“, - განუცხადა BBC-ს ბერტი მაილსმა.
0
0