მეცნიერებმა ახალი, სრულყოფილად შემონახული 5 მ სიგრძის ქვეწარმავლის ნამარხი აღმოაჩინეს, რომელიც ტრიასულ პერიოდს მიეკუთვნება.
ნამარხი 240 მილიონი წლის წინანდელია. მეცნიერებმა ახალ აღმოჩენას „დრაკონი“ უწოდეს მისი ძალიან გრძელი კისრის გამო. აღნიშნული ქვეწარმავლის სახეობა Dinocephalosaurus orientalis-ი, თავდაპირველად, 2003 წელს გამოვლინდა. ახლადაღმოჩენილი ნამარხი მეცნიერებს პრეისტორიული პერიოდისდროინდელი ამ უცნაური მხეცის სრული ანატომიის შესწავლაში დაეხმარა.
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მეცნიერებმა მისი სრულად შესწავლა შევძელით. ის ძალიან უცნაური ქვეწარმავლია. მისი ფარფლისებრი კიდურები და კისერი უფრო გრძელია, ვიდრე სხეული და კუდი ერთად. სავარაუდოდ, გრძელი, მოხრილი და მოქნილი კისერი Dinocephalosaurus orientalis-ს საშუალებას აძლევდა, რომ წყლის ქვეშ არსებულ ნაპრალებში საკვები მოეძებნა," - თქვა შოტლანდიის ეროვნული მუზეუმების მკვლევარმა ნიკ ფრეიზერმა.
ნამარხი სამხრეთ ჩინეთში, კირქვის უძველეს საბადოებში, აღმოაჩინეს.
„ამ საბადოებში რაღაც ახალს ყოველთვის ვპოულობთ”, - განუცხადა ფრეიზერმა BBC-ს.
0
0