
როგორც ცნობილია, პოზიტრონიუმი იშვიათი წყალბადისებრი ატომია და, ჩვეულებრივ, ის წამის მხოლოდ 142 მემილიარდედი არსებობს.
პოზიტრონიუმი დიდი რაოდენობის ენერგიას გამოიმუშავებს. მას შეუძლია ნათელი მოჰფინოს „ანტიმატერიას“, რომელიც სამყაროს ფორმირების დასაწყისში არსებობდა. მეცნიერების თქმით, პოზიტრონიუმის შესწავლა მოახდენს რევოლუციას ფიზიკაში, კიბოს მკურნალობასა და შესაძლოა კოსმოსურ მოგზაურობაშიც კი. თუმცა ამ დრომდე ხელმიუწვდომელი ნივთიერების ანალიზი თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან მისი ატომები ძალიან მოძრავია. მეცნიერებმა ახალი გამოსავალი მოიფიქრეს - პოზიტრონიუმის ლაზერით გაყინვა.
„პოზიტრონიუმი შესანიშნავი ატომია „ანტიმატერიაზე“ ექსპერიმენტების ჩასატარებლად. ახლა მთელი შესასწავლი სფერო განბლოკილია. იმის გარკვევა, თუ რატომ არის ახლა სამყაროში უფრო მეტი მატერია, ვიდრე ანტიმატერია და, შესაბამისად, რატომ ვარსებობთ, შორს წაგვიყვანს ახალი, უფრო სრულყოფილი თეორიისკენ. ეს თეორია ეხება სამყაროს განვითარებას და პოზიტრონიუმმა შეიძლება ეს საიდუმლოება ამოხსნას. პოზიტრონიუმი მარტივი სისტემაა. მისი 50% მატერიაა, ხოლო 50% - ანტიმატერია. თუ ამ ორს შორის რაიმე განსხვავებაა, ვიმედოვნებთ, რომ მათ უფრო ადვილად დავინახავთ, ვიდრე უფრო რთულ სისტემებში", - თქვა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) მკვლევარმა რუჯერო კარავიტამ.
გაყინულ პოზიტრონიუმზე ერთ-ერთი პირველი ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი იყო მისი ანტიმატერიის (მატერიის ნაწილის მსგავსად) ნაწილის შესაბამისობა აინშტაინის ფარდობითობის თეორიასთან. ამ დრომდე პოზიტრონიუმის ყველაზე ცივი ტემპერატურა ვაკუუმში, დაახლოებით, 100C იყო. CERN-ის გუნდმა ახლა ეს მაჩვენებელი100C-მდე გაზარდა ტექნიკის გამოყენებით, რომელსაც „ლაზერული გაგრილება“ ეწოდება. კვლევის მიხედვით, რთული პროცესია, როდესაც ლაზერული შუქი ანათებს ატომებს მათი მოძრაობის შესაჩერებლად.
„იმისათვის, რომ პოზიტრონიუმი კვლევისთვის გამოვიყენოთ, ის კიდევ უფრო მეტად - 260C-მდე - უნდა გაიყინოს, თუმცა ლაზერულმა ტექნოლოგიამ მკვლევარებს წინსვლის საშუალება მისცა. ეს ძალიან მოტივაციური პირველი ნაბიჯია. ის ხსნის კარს, რათა მეორე მხარეს შუქი დაინახოთ, რომელსაც პოზიტრონიუმის ფიზიკის ახალ ეპოქაში გადაჰყავხართ. გამოდის, რომ ეს სამეცნიერო რბოლაა, რადგან ამ ეზოთერულ ნივთიერებას პოტენციურად უდიდესი პრაქტიკული სარგებელი მოაქვს. როდესაც ელექტრონი და პოზიტრონი ერთიანდებიან, ისინი უზარმაზარ ენერგიას გამოყოფს, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს ძლიერი, ე.წ. ლაზერული გამა სხივების შესაქმნელად,“ - განუცხადა BBC-ს სუონსის უნივერსიტეტის პოზიტრონიუმის ექსპერტმა მაიკლ ჩარლტონმა.
0
0