25/07/2023
11:40
მსოფლიო
ახალი კვლევის თანახმად, ივლისში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, კლიმატის ცვლილების გამო ექსტრემალური სიცხე პრაქტიკულად გარდაუვალი იქნებოდა.
მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ჩინეთში, ივლისში დაფიქსირებული ჰაერის ტემპერატურა 50-ჯერ მეტია სათბურის გაზების გამოყოფის გამო.
სამივე რეგიონში ტემპერატურამ ივლისის დასაწყისში 45 გრადუსს მიაღწია, რამაც მოსახლეობას ჯანმრთელობის სერიოზული საფრთხე შეუქმნა. თუმცა დღევანდელი თბილი კლიმატის პირობებში, მსოფლიო ამინდის ატრიბუციის (WWA) მეცნიერთა ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ტემპერატურა აღარ არის უჩვეულო. მათმა აღმოჩენებმა გამოავლინა, რომ ივლისის მსგავსი სიცხე ჩრდილოეთ ამერიკაში 15 წელიწადში ერთხელ იქნება მოსალოდნელი, ევროპაში - 10 წელიწადში ერთხელ და ჩინეთში - ხუთ წელიწადში ერთხელ.
მეცნიერების მტკიცებით, თუ ჰაერის ტემპერატურა 2℃-ით მოიმატებს, ისეთი მოვლენები, როგორიც ამჟამინდელი სიცხეა, კიდევ უფრო გახშირდება და ყოველ ორ-ხუთ წელიწადში ერთხელ დაფიქსირდება.
მსოფლიო ამინდის ატრიბუციამ დაადგინა, რომ წიაღისეული საწვავის წვის შედეგად ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფა ასევე გაზრდიდა ივლისში ჰაერის ტემპერატურას.
„ამ კვლევის შედეგი გასაკვირი არ არის. მარტივია: მსოფლიო არ შეწყვეტს წიაღისეული საწვავის წვას, გლობალური დათბობა გაგრძელდება და სიცხის ტალღები უფრო ექსტრემალური გახდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლიმატის ცვლილების კონვენციის წლევანდელ კონფერენციაზე მთავრობებმა დააკანონონ წიაღისეული საწვავის გამოყენების ეტაპობრივი აკრძალვა“, თქვა გრანტჰემის კლიმატის ცვლილებისა და გარემოს კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა ლექტორმა/კვლევის თანაავტორმა ფრიდერიკ ოტომ.
როგორც ცნობილია, გასულ ზაფხულს ევროპაში სიცხის გამო 61 000 ადამიანი დაიღუპა.
0
0