
შვეიცარიაში, მსოფლიოს უმსხვილესი ნაწილაკთა ამაჩქარებელი ლაბორატორიის მკვლევარებმა ახალი, ბევრად უფრო დიდი სუპერკოლაიდერის შექმნის შესახებ ინიციატივა წარმოადგინეს. მისი მიზანი ახალი ნაწილაკების აღმოჩენაა, რომლებიც რევოლუციას მოახდენს ფიზიკაში და სამყაროს ფუნქციონირების უფრო სრულყოფილ სურათს ასახავს.
დანადგარის დამტკიცების შემთხვევაში, ის სამჯერ უფრო დიდი იქნება, ვიდრე ამჟამინდელი გიგანტური მანქანა.
თუმცა პროექტის ღირებულებამ (17 მილიარდი ფუნტი, რაც დანადგარის მშენებლობის მხოლოდ საწყისი ღირებულებაა) გარკვეული შეშფოთება გამოიწვია. ერთ-ერთი კრიტიკოსი ხარჯებს "გაფლანგვად" მიიჩნევს და ეჭვქვეშ აყენებს პროექტის ეკონომიკურ მიზანშეწონილობას. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ არსებობს იაფი ვარიანტებიც.
ახალ მანქანას Future Circular Collider-ი (მომავლის წრიული კოლაიდერი) ჰქვია. ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (Cern) გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ფაბიოლა ჯანოტიმ BBC-ს განუცხადა, რომ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ეს "ჩინებული მანქანა" იქნება.
"ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც კაცობრიობას უზარმაზარი წინსვლის საშუალებას მისცემს იმისთვის, რომ ფუნდამენტურ ფიზიკაში არსებულ შეკითხვებს პასუხი გაეცეს. პროექტის მიხედვით, უფრო დიდი კოლაიდერი ორ ეტაპად აშენდება. პირველ ეტაპზე, ის ექსპლუატაციაში 2040-იანი წლების შუა ხანებში შევა და ელექტრონებს ერთმანეთს შეაჯახებს. იმედი გვაქვს, რომ გაზრდილი ენერგია ჰიგსის ნაწილაკების დიდ რაოდენობას გამოიმუშავებს, რათა მეცნიერებმა ის დეტალურად შეისწავლონ. მეორე ეტაპის მშენებლობა 2070-იან წლებში დაიწყება და ისეთი მძლავრი მაგნიტები იქნება საჭირო, რომლებიც ჯერ არ არის გამოგონილი. ელექტრონების ნაცვლად, ახალი ნაწილაკების ძიებისას უფრო მძიმე პროტონები იქნება გამოყენებული", - თქვა ჯანოტიმ.
როგორც ბრიტანელმა პროფესორმა დევიდ კინგმა BBC-ს განუცხადა, მისი აზრით, პროექტზე 17 მილიარდი ფუნტის დახარჯვა „უგუნური ნაბიჯი“ იქნება.
''როდესაც მსოფლიო კლიმატის საგანგაშო ცვლილების საფრთხის წინაშეა, არ იქნება უფრო გონივრული, რომ ამ კვლევის თანხები მართვადი მომავლის შექმნის მცდელობებზე დავხარჯოთ?'', - თქვა დევიდ კინგმა.
პროექტის მიხედვით, უფრო დიდი კოლაიდერი ორ ეტაპად აშენდება. პირველი ექსპლუატაციაში 2040-იანი წლების შუა ხანებში შევა და ელექტრონებს ერთმანეთს შეაჯახებს. იმედი გვაქვს, რომ გაზრდილი ენერგია ჰიგსის ნაწილაკების დიდ რაოდენობას გამოიმუშავებს, რათა მეცნიერებმა ის დეტალურად შეისწავლონ. მეორე ეტაპის მშენებლობა 2070-იან წლებში დაიწყება და ისეთი მძლავრი მაგნიტები იქნება საჭირო, რომლებიც ჯერ არ არის გამოგონილი. ელექტრონების ნაცვლად, ახალი ნაწილაკების ძიებისას უფრო მძიმე პროტონები იქნება გამოყენებული. მეცნიერების განმარტებით, მომავლის წრიული კოლაიდერი თითქმის სამჯერ აღემატება დიდი ადრონული კოლაიდერის გარშემოწერილობას - ის 91 კმ-ზე გავრცელდება და ორჯერ უფრო ღრმა იქნება, რათა თავიდან იყოს აცილებული უფრო მაღალი ენერგიების მიერ გამოწვეული ძლიერი გამოსხივება ზედაპირზე.
0
0