19/11/2024
17:31
პოლიტიკა
„მიმდინარეობს ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის ოპერაცია - ერთის მხრივ არსებობს მიზეზი ახალი არჩევნები მოითხოვო და მეორეს მხრივ, გამოჩნდება გვარამიასმაგვარი ადამიანი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროტესტი გადაიქცეს პატარა, სპეციფიკური ჯგუფის აქტივიზმში.“- ამის შესახებ რადიო სივრცის ეთერში „გირჩის“ ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აქციების არსი არის იმაში, რომ ბევრი ადამიანი უნდა იყოს და მას პოლიტიკური დატვირტვა ჰქონდეს.
„როცა ადმიანებს რაღაც აშოფთებს და გაჩნდება პროტესტის მუხტი, გამოჩნდებიან გვარამიასნაირი ადმიანები და ჩაახშობენ ამ მუხტს. აქციების არსი იმაშია, რომ უნდა იყოს ბევრი ადამიანი. შეიძლება იყოს უმცირესობის აქცია, არ გამოდიოდეს ბევრი, მაგრამ ნახევარი მაინც გამოდიოდეს. ეს უნდა იყოს მრავალრიცხოვანი აქცია, რომ მას ქონდეს პოლიტიკური დატვირთვა.
მეც ხომ შემი₾ძია დავდგე და რუსთავლი გადავკეტო- მაგრამ ამის უფლება რაღაც გაგებით არ მაქვს. ეს უნდა იყოს მრავალრიცხოვანი აქცია, რომ ჰქონდეს პოლიტიკური დატვირთვა. შეიძ₾ება ზოგადი ფორმულა არ არსებობდეს, როდის გადაიკეტოს აქცია. როცა ხდება ფორსმაჟორი, შეიძლება გადაკეტოს 100 კაცმა აქცია და მიიქციოს ყურადღება და ეს იმდენად მნიშნელოვანი იყოს, რომ ფაქტად ჩანდეს, რომ იყო 100 კაცი იყო და გახდა 10 ათასი 15 წუთში.
მეორე მხრივ, როდესაც 100- 500 ადამიანი რაღაცით უკმაყოფილოა და მოდი ახლა გადავკეტოთ მთელი თბილისი, არ აქვს გამართლება. გადავკეტოთ 5 ადგილი და რა მერე, ქალაქი გაჩერდება, ეს არ არის გამართლებული. ამიტომ, ადექკვატურობამდე დადის ყველაფერი. ჩემი აზრით, რაც ახლა ხდება, არ არის სწორი. შენივე ელექტორატი ბრაზდება შენზე და რა მოტივი, ან მიზანი აქვს, გარდა იმისა, რომ მთლიანად ჩაახშო მუხტი.„- განაცხადა რაქვიაშვილმა.
0
0