მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, სადახლოზე 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება - ,,მეტამფეტამინის“ შემცველი სითხის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
A-
+A

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო საავტომობილო“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების ფარგლებში, კიდევ ერთი წარმატებული ღონისძიება განხორციელდა კერძოდ - აღკვეთილი იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება ,,მეტამფეტამინის“ შემოტანის ფაქტი.
ინფორმაციის ანალიტიკურად დამუშავების შედეგად, შეჩერებული იქნა ირანის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი, სატვირთო ავტომობილი, რომლის დეტალური დათვალიერებისას, აღმოჩენილი იქნა კუსტარულად დამზადებული დამატებითი საწვავის ავზში, მალულად განთავსებული 125 ლიტრი ნარკოტიკული საშუალება - ,,მეტამფეტამინი“ შემცველი სითხე.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.
0
0
187
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ᲠᲝᲒᲝᲠᲘ ᲐᲛᲘᲜᲓᲘᲐ ᲛᲝᲡᲐᲚᲝᲓᲜᲔᲚᲘ ᲓᲦᲔᲡ ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ
07/10/2026
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%