28/02/2022
14:14
პოლიტიკა
მისი თქმით, დღეს მნიშვნელოვანია უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა და ასევე, საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინება.
ვიცე-პრემიერის განმარტებით, ეროვნული ინტერესი არის საქართველოში ომის დაუშვებლობა და თითოეული მოქალაქის დაცულობა და პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების მიმართ მთელი მთავრობა ერთსულოვანია.
„მე ვარ ამ მთავრობის წევრი. პრემიერ-მინისტრის მიერ ამ მთავრობაში დანიშნული ვიცე-პრემიერი და რა თქმა უნდა, მე არ ვარ „ც“. მე ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც პრემიერ-მინისტრი აჟღერებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს მარტივ რამეს, რომ ომის ის მასშტაბი, რაც სამწუხაროდ, გაიშალა ჩვენს კონტინენტზე და ამ შემთხვევაში, უკრაინაში, საეჭვოა, ამის გაჩერება შეეძლოს იმ სანქციებს, რომელიც ამუშავდა. საეჭვოა! ღმერთმა ქნას, რომ ასე იყოს!“, - განაცხადა წულუკიანმა.
0
0