“მე ცოტა ადამიანს ვიცნობ ქართულ საზოგადოებაში, რომელიც კრიტიკას და თავდასხმებს ჩემსავით მედგრად იტანს” - ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
"კრიტიკას თუ აიტანო, ჟურნალისტმა მკითხა.
მეგობრებო, მე ცოტა ადამიანს ვიცნობ ქართულ საზოგადოებაში, რომელიც კრიტიკას და თავდასხმებს ჩემსავით მედგრად იტანს.
მე თავს მესხმიან, ცილს მწამებენ, მლანძღავენ ანუ “მაკრიტიკებენ”:
1) რეაქციონერები - ანუ რეჟიმი და საპატრიარქოს მრევლი
2) ბელადომანები - მიშას მრევლი
3) პოლიტიკურ კორუფციაში ჩაძირულები - კეზერას ჯუჯალარები.
ეს ხალხი მე თავს მესხმის მუდმივად და როგორც ხედავთ, არათუ ვიტან, არამედ მრავალი წელია ჯიუტად, თანმიმდევრულად და ხალისიანად ვაკაკუნებ იმ კარზე, რისი გახსნაც საჭიროდ მიმაჩნია.
ანუ მე კრიტიკას კი არა, იმას ვიტან რაც ბევრი საჯარო პირისთვის ჯოჯოხეთია.
ვიტან ხალისით!
უბრალოდ თქვენ ვერ იტანთ პასუხის დაბრუნებას 🙂
თან მე არც ცილს გწამებთ, არც ტაბულას გიბლოკავთ 🙂
ანუ თქვენ უნდა შეეგუოთ კრიტიკაზე ლეგიტიმური პასუხის მიღებას, თორემ მე დაპირისპირების გარეშე ერთი დღე ნუ მაცოცხლოს ღმერთმა." - წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0