-share.jpg)
“მე მრცხვენია, რომ უფრო დიდი პროტესტი არ არის ქვეყანაში”, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ოპოზიციის მიერ ბოლო დღეებში ჩატარებულ აქციებზე საუბრისას განაცხადა.
„ოპოზიციის გეგმა არის, რომ რაც შეიძლება მალე, მაგრამ, ასევე ფრთხილად ჩამოვაშოროთ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, აქციები კიდევ გაიმართება და თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.
„კონსულტაციები, რა თქმა უნდა, გრძელდება. ხვალაც იქნება კონსულტაცია, საუბარია კონკრეტულ თარიღზე შეთანხმებაზე. ჩვენ არ გვინდა, რომ ცალკე, მარტომ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება და ყველა ჯგუფთან იქნება კონსულტაცია. აქცია რომ არ გაგრძელდეს, ეს უფრო დიდი სირცხვილი და დანაშაული იქნება. მთელი დღეა ვაკვირდები, „ქართული ოცნება“ ხალხს აშინებს: „ხმას თუ ამოიღებ, ქუჩაში გამოხვალ ეს ცუდია. კიდევ იქნება აქციები, არეულობა, ქაოსი“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პაატა მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ ლიდერები ღიად აცხადებენ, რომ სანქციებს არ მიუერთდებიან, რაც საქართველოს სანქციების გვერდის ასავლელად გამოყენებაზე უარესია.
0
0
მოიგე 2 კაციანი საგზური FORMULA 1-ზე ბაქოში
09/06/2026