14/12/2021
18:54
პოლიტიკა
“მე მოთამაშე ვარ, მთელი ცხოვრება ვთამაშობდი. ბავშვობაში ფეხბურთს ვთამაშობდი მაზიანზე, პოკერებიც მითამაშია და ტოტალიზატორში მოგებული ფულით სწავლის საფასურიც გადამიხდია. ჩემი აზრით, ზოგადად ადამიანი მოთამაშე არსებაა, ჩვენ თამაშით ვსწავლობთ. მათ შორის შეცდომების დაშვების მნიშვნელობასაც ვსწავლობთ, წაგების ტკივილსა და მოგების სიხარულსაც ვსწავლობთ. რა არგუმენტაცია არსებობს იმის, რომ ჩვეულებრივ, ნორმალურ ადამიანს თამაში ავუკრძალოთ?”- ამის შეასახებ 4 კომიტეტის გაერთიან იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
შეგახსენებთ, აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს და მათი ორგანიზატორების შესახებ რეკლამის გავრცელება შეიზღუდება. აკრძალვები შემოდის სატელევიზიო რეკლამის ნაწილში. ამ მიმართულებით ცვლილებები ორ კანონში – “რეკლამის შესახებ“ და “მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში ხორციელდება.
იკრძალება აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის რეკლამის გავრცელება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული რეკლამა იმ ვებგვერდზე განთავსებით ვრცელდება, რომელზედაც დაშვებულია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის მოწყობის ორგანიზატორის, ლოტოს მოწყობის ორგანიზატორის და ბინგოს მოწყობის ორგანიზატორის მოწყობა.
0
0