
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - კიდევ ერთი თემა, რაც ოპოზიციისთვის უთანხმოების საგნად რჩება. თვითმმართველობის არჩევნებში გადაწყვეტილად არ მონაწილეობს "ნაციონალური მოძრაობა", ბარიერგადალახულ პარტიებში ეს ერთადერთია, ვინც ცალსახად ამბობს, რომ ამომრჩეველს ბიულეტენზე მისი ნომერი არ დახვდება. დანარჩენ სამ პარტიაში კონკრეტულ პასუხს კითხვას არ სცემენ. ამბობენ, რომ ახლა ეს თემა აქტუალური არ არის და უნდა შესრულდეს როგორც ახალი არჩევნების, ასევე აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნა.
არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე პასუხის თქმა სულ არ არის ნაადრევი "გირჩისთვის", სადაც აცხადებენ, რომ მარათონისთვის სამზადისი უკვე დაწყებული აქვთ:
"მე ის მიკვირს ამდენი ხანი როგორ შეიძლებოდა ერთმანეთს არ დაჰპირისპირებოდნენ. ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ არის, რადგან კარს მოგვადგა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. შენ უნდა წარმოიდგინო ზოგადად აპირებ თუ არა მოგებას არჩევნების გზით, თუ რამე უკეთესი გეგმა გაქვს და მე რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით ეს არ გამოჩენილა. მაშინ როგორ შეიძლება საკუთარ თავს ურტყამდე და ამბობდე, რომ იცი რა, მე არჩევნებში არ მივიღებ მონაწილეობას,"- აცხადებს პარტია ”გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.
0
0