შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც დეპუტატ დავით მათიკაშვილზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო ამერიკული დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გადაიღო. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ქუთაისში ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„მე იმას ვჩიოდი, რომ დონორები მათ მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს არ ეუბნებიან, რომ შეწყვიტონ ბულინგი და ღირსების შემლახავი კამპანია და თურმე სად ხარ, თურმე თვითონ დონორი არის ამით დაკავებული, თვითონ არის ოპერატორი, რეჟისორი, პროდიუსერი და გამავრცელებელი ვიდეოსი, რომელიც ჩვენ ვნახეთ და რომელსაც თავმომწონედ ავრცელებენ, როდესაც ოჯახის წევრების, არასრულწლოვანების თანდასწრებით პირდაპირ ესხმიან თავს ადამიანს. ეს არის სამარცხვინო. ეს არ არის ქართული კულტურის ნაწილი. ეს არის შემოტანილი, თავს მოხვეული ინსტრუმენტები პოლიტიკური ბრძოლისა, რომელიც უცხო არის ჩვენი საზოგადოებისთვის და ამიტომ მთლიანი პასუხისმგებლობა ეკისრება მათზე, ვინც აი ასე წაყრუებით, თვალის დახუჭვით და მოძალადე და ზიზღის კამპანიის შემოქმედების ჩახუტებით [მიიყვანეს ყველაფერი ამ მდგომარეობამდე], - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
0
0